იდეათონმა „შექმენი კოლხეთის ბრენდი“ 50-მდე შერჩეული მონაწილე, ადგილობრივი დაინტერესებული მხარეები, დარგის სპეციალისტები და კრეატიული პროფესიონალები გააერთიანა.
პროექტი ხელს უწყობს ადგილობრივ დონეზე ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გამოვლენასა და დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობას. ჩვენი საქმიანობა მოიცავს ადგილობრივი ეკონომიკური სექტორების განსაზღვრას, კონკურენტული ინიციატივების მხარდაჭერას და მუნიციპალიტეტების ეკონომიკური სამსახურების გაძლიერებას.