defsfeds

LEDP-ის შესახებ

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტის (LEDP) მიზანია საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება. მიზნის მისაღწევად, პროექტი ხელს უწყობს ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორების დიალოგს, რათა გამოვლინდეს ეკონომიკის მთავარი მიმართულებები და განხორციელდეს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ინიციატივები.

პროექტი მუშაობს ადგილობრივ თვითმმართველობებთან, ბიზნეს ასოციაციებთან, მეწარმეებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან. პროექტის სამიზნე ჯგუფში შედის შერჩეულ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსახლეობა, რომელიც ისარგებლებს გაუმჯობესებული ეკონომიკური პირობებით, გაზრდილი შემოსავლითა და დასაქმების უკეთესი შესაძლებლობებით.

პროექტი ხორციელდება HELVETAS Swiss Intercooperation-ის და WINS Global Consult-ის კონსორციუმის მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით.

ჩვენი მიდგომა

პროექტი იყენებს საბაზრო სისტემების განვითარების (MSD) მიდგომას, რომელიც აქცენტს აკეთებს სისტემურ ხედვასა და ფასილიტაციაზე. პროექტი მხარს უჭერს გადაწყვეტილების მიღების პროცესს და აძლიერებს თანამშრომლობას ადგილობრივ და ცენტრალურ დონეებს შორის.

ძირითადი ინტერვენციები

  • შერჩეულ რეგიონებში ეკონომიკური პოტენციალის მქონე სექტორების იდენტიფიცირება და განვითარება, ბაზრის სისტემების (MSD) მიდგომის გამოყენებით.
  • ადგილობრივი და ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის გაძლიერება ერთობლივი ეკონომიკური ინიციატივების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით.
  • სექტორული განვითარების მხარდაჭერა (ღვინო, ჩაი, ეკოტურიზმი), მათ შორის მწარმოებლების გაერთიანება, საერთო სერვისების შექმნა და ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესება.
  • ადგილობრივი მეწარმეების შესაძლებლობების გაძლიერება ინოვაციური ბიზნეს მოდელების დანერგვისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.
  • საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა, ეფექტიანი დიალოგისა და პარტნიორობის მექანიზმების ჩამოყალიბებისთვის.
  • მუნიციპალური ეკონომიკური ფუნქციების გაძლიერება და ინსტიტუციური მოდელების გაუმჯობესება ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ეფექტიანი მართვისთვის.
  • ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების (LED) პლატფორმებისა და ქსელების განვითარება, როგორც ანალიტიკური და საკოორდინაციო მექანიზმები.

ჩვენი გუნდი

როჯერ ოკლი

გუნდის ხელმძღვანელი roger.oakeley@helvetas.org

გვანცა ირემაშვილი

გუნდის ხელმძღვანელის მოადგილე gvantsa.iremashvili@helvetas.org

ნესტან მერმანიშვილი

კომპონენტის მენეჯერი nestan.mermanishvili@helvetas.org

დავით მაყაშვილი

კომპონენტის მენეჯერი david.makashvili@helvetas.org

მაია თევზაძე

კომპონენტის მენეჯერი maia.tevzadze@helvetas.org

მაგდა გუგავა

სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯერი magda.gugava@helvetas.org

თეკლა ნემანიშვილი

KML/MEL მენეჯერი tekla.nemanishvili@helvetas.org

ანა ჯანელიძე

ფინანსური, HR და ადმინისტრაციული ოფიცერი ana.janelidze@helvetas.org

ნუცა ვეფხვაძე

ფინანსური მენეჯერი nutsa.vepkhvadze@helvetas.org