defsfeds

ეროვნული პარტნიორობა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ (MRDI) და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტმა (LEDP) გააერთიანეს ძალები საქართველოს მასშტაბით რეგიონული განვითარების ხელშეწყობისთვის. ეს პარტნიორობა, დაფუძნებული ურთიერთგაგების მემორანდუმზე, მიზნად ისახავს ადგილობრივი ეკონომიკების გაძლიერებას 2024-2026 წლების ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების პროგრამის (ITP) მეშვეობით. პროგრამას MRDI ხელმძღვანელობს და ამ ინიციატივის ფარგლებში ხელს უწყობს დაბალანსებულ სოციალურ-ეკონომიკურ ზრდას, მხარს უჭერს ადგილობრივ თვითმმართველობებს და ეხმარება რეგიონებს შორის არსებული უთანასწორობების დაძლევას.

 

MRDI და LEDP ერთად ცდილობენ ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას, ბიზნესის ინოვაციური პრაქტიკების წახალისებას და ინკლუზიურობაზე ორიენტირებას, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებისთვის, ქალებისთვის, ახალგაზრდებისთვის და მიგრანტებისთვის. ეს პარტნიორობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზნების წინსვლის საქმეში, ხოლო ხელს უწყობს მდგრადი ზრდისა და ადგილობრივი თემების გამძლეობის განმტკიცებას.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) თანამშრომლობს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტთან (LEDP), რათა გააძლიეროს ეკონომიკური შესაძლებლობები და უზრუნველყოს მდგრადი ზრდა საქართველოს რეგიონებში. როგორც ქვეყნის მუნიციპალიტეტების აღიარებული ხმა, NALAG აერთიანებს ადგილობრივ თვითმმართველობებს და იცავს მათ ინტერესებს ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე. LEDP-თან ერთად, NALAG მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებაში და ბიზნესების, სამოქალაქო საზოგადოების და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაში.

 

ამ პარტნიორობის ფარგლებში, NALAG გაზრდის ადგილობრივ თვითმმართველობებს წარმომადგენლების უნარებს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით, განსაკუთრებული აქცენტით ინოვაციურ, ინკლუზიურ და მდგრად ეკონომიკურ დაგეგმვაზე. თანამშრომლობა მიზნად ისახავს დასაქმების შესაძლებლობების შექმნას, რეგიონული კლასტერების განვითარებას და მუნიციპალური ეკონომიკური დეპარტამენტების შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა ადგილობრივმა დაინტერესებულმა მხარეებმა ეფექტურად უპასუხონ საკუთარი თემის ეკონომიკურ საჭიროებებს.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი

ISET-ის პოლიტიკის ინსტიტუტსა (ISET-PI) და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტს (LEDP) შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს ადგილობრივი ეკონომიკების გაძლიერებას მუნიციპალური დაგეგმვის გაუმჯობესებისა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობის გზით. ეს პარტნიორობა აერთიანებს ISET-PI-ის ანალიტიკურ გამოცდილებას და LEDP-ის პრაქტიკულ მხარდაჭერას, რათა შეიქმნას დასაქმების შესაძლებლობები, გადაჭრას ბაზრის გამოწვევები და გააძლიეროს ადგილობრივი მეწარმეები. ჩვენ ერთად ვმუშაობთ, რათა შევქმნათ გამძლე და დინამიური ეკონომიკა, რომელიც სარგებელს მოუტანს ადგილობრივ თემებს და ხელს შეუწყობს გრძელვადიან კეთილდღეობას საქართველოში.

აწარმოე საქართველოში

აწარმოე საქართველოში“ და საქართველოში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტი (LEDP) თანამშრომლობენ, რათა ხელი შეუწყონ მდგრადი ეკონომიკური განვითარებას ქვეყნის რეგიონებში. “აქარმოე საქართველოს” მეწარმეობის ხელშეწყობის გამოცდილებისა და LEDP-ის სისტემური მიდგომის გაერთიანებით, ეს პარტნიორობა მიზნად ისახავს ადგილობრივი ბიზნესების გაძლიერებას, დასაქმების შესაძლებლობების შექმნას და ინოვაციების წახალისებას. რეგიონულ კლასტერებზე ფოკუსირებით და უნიკალური ეკონომიკური უპირატესობების გამოყენებით, თანამშრომლობა მიმართულია სისტემური შეზღუდვების აღმოფხვრასა და ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობაზე.

 

თანამსრომლობა მიზნად ისახავს, დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობის გაძლიერებას მუნიციპალურ ხელისუფლებასთან, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. მიზნობრივი ინტერვენციების, ინოვაციური პრაქტიკისა და კერძო სექტორის ჩართულობის საშუალებით, პარტნიორობა ისწრაფვის რეგიონული ეკონომიკის მდგრადი განვითარებისა და საქართველოს ფართომასშტაბიანი განვითარების მიზნების, მათ შორის ევროკავშირსა და საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნების მიღწევისკენ.