7 ოქტომბერს, პროექტის პარტნიორებთან ერთად, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ ციფრული ტექნოლოგიების როლი სოფლის მეურნეობაში და მასთან დაკავშირებული გამოწვევები და შესაძლებლობები. ვიმსჯელეთ, თუ როგორ შეუძლია ციფრულ გადაწყვეტილებებს გააუმჯობესოს სოფლის მეურნეობის სექტორის ეფექტიანობა, კონკურენტუნარიანობა და მდგრადობა.
შეხვედრაზე ვუმასპინძლეთ Helvetas-ის OPTIM პროექტის ხელმძღვანელს, ბოიან კოლუნძიას, რომელმაც მოლდოვის მაგალითზე ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებაში ინოვაციების დანერგვის შესახებ მნიშვნელოვანი გამოცდილება გაგვიზიარა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საგენტოს “აწარმოე საქართველოში”, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის წარმომადგენლები. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ცოდნა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ციფრული ტექნოლოგიების როლი ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებაში და ამ მიმართულებით დაფინანსების შესაძლებლობები. პროექტის გუნდი პარტნიორი ორგანიზაციების მეტი ჩართულობით მომავალშიც გააგრძელებს ამ საკითხებზე მსჯელობას.








