defsfeds

ჩაის სექტორი

ჩაის წარმოება საქართველოში ისტორიულად მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და დღესაც რჩება ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების პოტენციალის მქონე სექტორად. მიუხედავად იმისა, რომ სექტორი ეტაპობრივად ვითარდება და იზრდება ინტერესი ხარისხიანი ქართული ჩაის მიმართ, მისი სრული პოტენციალი ჯერ კიდევ სრულად არ არის გამოყენებული.

მცირე და საშუალო მწარმოებლებს ხშირად უჭირთ სტაბილური ხარისხის უზრუნველყოფა და ძლიერი ბრენდის ჩამოყალიბება. ბაზართან კავშირები ფრაგმენტულია, პროდუქციის აგრეგაცია სუსტია, ხოლო სექტორის მონაწილეებს შორის კოორდინაცია არასაკმარისი. შედეგად, სექტორი ვერ ქმნის იმ მასშტაბის ეკონომიკურ ეფექტს, რაც შესაძლებელია.

პროექტი მუშაობს გურიაში (ლანჩხუთი, ჩოხატაური, ოზურგეთი), იმერეთში (ტყიბული) და სამეგრელოში (მარტვილი, წალენჯიხა).

პროექტის მიზანია ჩაის სექტორის გაძლიერება ისე, რომ მცირე და საშუალო საწარმოებმა შეძლონ ხარისხიანი პროდუქციით უფრო მომგებიან ბაზრებზე გასვლა და სექტორი ჩამოყალიბდეს როგორც კოორდინირებული და ბაზარზე ორიენტირებული სისტემა.

ამ მიზნით პროექტი:

  • აძლიერებს საწარმოებს, ეხმარება ხარისხის გაუმჯობესებაში, სტანდარტების დანერგვასა და ინვესტიციისთვის მზადყოფნის გაზრდაში;
  • ავითარებს სექტორულ გაერთიანებებსა და თანამშრომლობის პლატფორმებს, რათა მწარმოებლებმა იმოქმედონ ერთობლივად, გააერთიანონ რესურსები და უფრო ეფექტიანად გავიდნენ ბაზარზე;
  • ამყარებს კავშირს ეროვნულ ინსტიტუტებთან, რათა პროგრამები და საინვესტიციო გადაწყვეტილებები მეტად ეხმიანებოდეს სექტორის რეალურ საჭიროებებს;
  • აუმჯობესებს ბაზართან კავშირებს, რათა შეიქმნას უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობები მყიდველებთან.

ამ სისტემური მიდგომის შედეგად ჩაის სექტორი ზრდის კონკურენტუნარიანობას, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და აძლიერებს ადგილობრივ ეკონომიკას.