defsfeds

ეკოტურიზმის სექტორი

კოლხეთის ეროვნული პარკი მნიშვნელოვანი ბუნებრივი და ბიომრავალფეროვნების რესურსია, თუმცა დღესაც ეკოტურიზმი მის გარშემო სრულად ვერ ქმნის ეკონომიკურ სარგებელს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესების დიდი ნაწილი არაოფიციალურად ფუნქციონირებს, არ აქვს საკმარისი რესურსი სერვისების გაუმჯობესებისთვის და უჭირს ტუროპერატორებთან თანამშრომლობა. ტუროპერატორები, თავის მხრივ, მიმართულებას ნაკლებად პროგნოზირებადად აღიქვამენ – ტურისტული პროდუქტები ფრაგმენტულია, შეთავაზებები არასაკმარისად ორგანიზებული, ხოლო ხელმისაწვდომობა შეზღუდული.

ამასთან, მუნიციპალიტეტებს შორის კოორდინაცია კვლავ სუსტია და არ არსებობს ერთიანი მექანიზმი, რომელიც პარკს ჩამოაყალიბებს როგორც ინტეგრირებულ რეგიონულ ტურისტულ მიმართულებას.

პროექტი ამ გამოწვევებს პასუხობს სისტემური მიდგომით. ჩვენი მიზანია კოლხეთის ეროვნული პარკის გარშემო ჩამოვაყალიბოთ მდგრადი ეკოტურისტული გარემო, რომელიც ზრდის ვიზიტორთა რაოდენობას და მათი დარჩენის ხანგრძლივობასა, შედეგად კი – ადგილობრივ შემოსავალსა და დასაქმებას, ბუნებრივი რესურსების დაცვასთან ერთად.

პროექტი მუშაობს კოლხეთის ეროვნული პარკის მიმდებარე მუნიციპალიტეტებში, ზუგდიდში, ფოთში, ხობში, სენაკში, აბაშასა და ლანჩხუთში, რომლებიც პარკს გარს აკრავს და ქმნის მის რეგიონულ ეკოტურისტულ არეალს.

პროექტი:

  • აძლიერებს მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობას, რათა პარკი განვითარდეს როგორც ერთიანი რეგიონული მიმართულება და ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებები შეთანხმებულად დაიგეგმოს;
  • უჭერს მხარს ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესებს, რათა გააუმჯობესონ სერვისები, გაზარდონ ხარისხი და გახდნენ ბაზარზე კონკურენტუნარიანი;
  • აკავშირებს ადგილობრივ შეთავაზებებს ტუროპერატორებთან, რათა შეიქმნას მოთხოვნაზე დაფუძნებული, შეფუთული ტურისტული პროდუქტები და პარკი ჩაერთოს ძირითად ტურისტულ მარშრუტებში;
  • აკავშირებს ადგილობრივ და ეროვნულ დონეებს, რათა რეგიონული პრიორიტეტები აისახოს უფრო ფართო ინფრასტრუქტურულ და საინვესტიციო გადაწყვეტილებებში.

ამ გზით კოლხეთის ეროვნული პარკი ეტაპობრივად დაიმკვირდებს ადგილს ტურისტულ ბაზარზე და შექმნის უფრო ძლიერ ეკონომიკურ საფუძველს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.