defsfeds

დუშეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მეწარმეებთან საინვესტიციო შესაძლებლობებზე დისკუსია გაიმართა

LED პროექტის გუნდი დუშეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდა და პროექტის მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებში კერძო სექტორის ჩართულობის შესაძლებლობები გააცნო.

შეხვედრას ესწრებოდნენ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის (SMEDA) წარმომადგენლები. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს დუშეთის მუნიციპალიტეტეში მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევებზე, შესაძლებლობების განვითარების გზებსა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე.

LED პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.