defsfeds

ღვინის სექტორი

ქვემო ქართლი ღვინის უნიკალური რეგიონია, ძლიერი ტრადიციებითა და დაცული ადგილწარმოშობის დასახელების მქონე მიკროზონებით, რომლებიც ადგილობრივ ღვინოებს განსაკუთრებულ იდენტობას ანიჭებს. მიუხედავად ამისა, სექტორი ჯერ კიდევ ვერ იყენებს იმ შესაძლებლობებს, რასაც მისი პოტენციალი და მზარდი ბაზრის ინტერესი ქმნის.

რეგიონში მოქმედი მარნები ხშირად დამოუკიდებლად და ერთმანეთისგან განცალკევებით მუშაობენ. ხარისხის უზრუნველყოფა და ბიზნესის განვითარება არ არის თანმიმდევრული, ხოლო ერთიანი რეგიონული ბრენდისა და კოორდინირებული პოზიციონირების ნაკლებობა ზღუდავს უფრო მომგებიან სეგმენტებზე წვდომას. შედეგად, მრავალი მწარმოებელი კვლავ ეყრდნობა დაბალმარჟიან გაყიდვებს, რაც აფერხებს შემოსავლებისა და სამუშაო ადგილების ზრდას.

პროექტი მუშაობს ქვემო ქართლის ოთხ მუნიციპალიტეტში: მარნეულში, ბოლნისში, თეთრიწყაროსა და გარდაბანში.

პროექტის მიზანია ქვემო ქართლის ღვინის სექტორი გახდეს უფრო ხარისხზე ორიენტირებული, უკეთ ორგანიზებული და კონკურენტუნარიანი – ისეთი, რომელიც ქმნის მეტ შემოსავალსა და დასაქმების შესაძლებლობას რეგიონში.

ამ მიზნით პროექტი:

  • აძლიერებს პროფესიულ უნარებსა და ადგილობრივ სერვისებს. აგრო ცენტრთან თანამშრომლობით ყალიბდება მდგრადი საკონსულტაციო მოდელი, რომელიც მევენახეებსა და მეღვინეებს სთავაზობს უწყვეტ ტექნიკურ და ბიზნეს მხარდაჭერას;
  • აძლიერებს რეგიონულ კოორდინაციას, რათა მწარმოებლებმა ერთობლივად იმუშაონ ბაზარზე პოზიციონირებისა და საერთო პრიორიტეტების განსაზღვრის მიმართულებით;
  • ეხმარება მწარმოებლებს ბაზარზე წვდომის გაუმჯობესებაში. უზრუნველყოფს დიაგნოსტიკასა და ბრენდინგის მხარდაჭერას და ხელს უწყობს ახალი გაყიდვის არხების განვითარებას.

გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ქმნის ძლიერ რეგიონულ იდენტობას, აუმჯობესებს ხარისხს და ზრდის შემოსავალსა და დასაქმებას ქვემო ქართლში.