16-20 სექტემბერს, LEDP-ის გუნდი გურიის რეგიონში – ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდა. შეხვედრების მიზანი იყო რეგიონში ეკონომიკური პოტენციალის მქონე სექტორების იდენტიფიცირება და ადგილობრივი საჭიროებების შეფასება.
LEDP, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მჭიდროდ ითანამშრომლებს ადგილობრივ მეწარმეებთან, ბიზნეს ასოციაციებთან და თვითმმართველობებთან. პროექტის მიზანია მაღალი პოტენციალის მქონე სექტორების გაძლიერება და რეგიონის მოსახლეობისთვის ეკონომიკური პირობებისა და დასაქმების შესაძლებლობების ზრდის ხელშეწყობა.











