defsfeds

ბოლნისის აგრო ცენტრში კომერციულ მოდელზე გადასვლის სტრატეგიული მიმართულებები განიხილეს

ბოლნისის აგრო ცენტრში სტრატეგიული სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც ორგანიზაციის კომერციულ და ფინანსურად მდგრად მოდელზე გადასვლის პროცესს დაეთმო.
შეხვედრის ფარგლებში აგრო ცენტრის მენეჯმენტმა და გუნდის წევრებმა იმსჯელეს, როგორ შეიძლება სერვისების განვითარება ისე, რომ ორგანიზაციამ ეტაპობრივად გაზარდოს საკუთარი შემოსავლები და შეინარჩუნოს სერვისების ხარისხი.

მუშაობის პროცესში გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი მიმართულება:

  • კომერციულ მოდელზე დაფუძნებული 3-წლიანი სტრატეგიის შემუშავება
  • არსებული სერვისებში კომერციული მიდგომების გაძლიერება
  • ერთწლიანი სამოქმედო გეგმის განსაზღვრა
  • ფინანსური მდგრადობის მექანიზმების ჩამოყალიბება
  • მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დანერგვა

დისკუსიისას ყურადღება გამახვილდა ღვინის სექტორზეც, სადაც აგრო ცენტრის სერვისებზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია და რომელიც ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ყალიბდება.

სამუშაო შეხვედრა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ორგანიზაციის განვითარების ხედვის ჩამოსაყალიბებლად. მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია სტრატეგიის დახვეწა და მისი გაზიარება ადგილობრივ სტეიკჰოლდერებთან.

სამუშაო შეხვედრა ჩატარდა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტის (LEDP) მხარდაჭერით. LEDP პროექტს ახორციელებს Helvetas-ი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს  დაფინანსებით. პროექტი მხარს უჭერს მუნიციპალიტეტების თანამშრომლობის გაძლიერებას, ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებასა და კერძო სექტორის მხარდაჭერას.