defsfeds

სტრატეგიული დისკუსია მეღვინეებთან: გამოწვევები და შესაძლებლობები ღვინის სექტორში

9 ნოემბერს, ქართულ-გერმანულ ღვინის სახლში გაერთიანება “ღვინო ბოლნისის” წევრ მეღვინეებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი, ბოლნისსა და თეთრიწყაროში ღვინის წარმოების სექტორში არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების გამოვლენის შედეგად, სტრატეგიულ ნაბიჯებზე შეთანხმება და სამომავლო აქტივობების დაგეგმვა იყო.

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტის (LEDP) მოწვეულმა კონსულტანტმა, ჰილარიუს პუცმა, შეხვედრაზე წარადგინა წინა პერიოდში ჩატარებული საველე ვიზიტების შედეგად გამოვლენილი ძირითადი პრობლემური საკითხები.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს ღვინის სექტორის როლზე ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებასა და ამ პროცესში შვეიცარიის მთავრობის მხარდაჭერაზე.