10 თებერვალს, Helvetas-ის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტმა (LEDP) ტურისტულ კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო კოლხეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ბიზნესებისა და ტურიზმის სერვის-პროვაიდერების საჭიროებების განხილვა მათი გაძლიერების გზების ძიება და ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობების შეფასება.
შეხვედრის ფარგლებში ტურიზმის ექსპერტმა, ნატალია ბახტაძე-ენგლენდერმა, ისაუბრა ტურ-ოპერატორებისთვის სერვისების შექმნის პროცესზე და ადგილობრივი სერვის-პროვაიდერების საჭიროებების მოგვარების გზებზე.
აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრა გაგრძელება იყო პირველი სამუშაო შეხვედრის, რომლის ფარგლებშიც კოლხეთის ეროვნული პარკის ტურისტული პოტენციალი, მისი განვითარების შესაძლო მიმართულებები და ამ პროცესში სხვადასხვა ორგანიზაციის როლი განიხილეს.
LEDP კოლხეთის ეროვნული პარკის გერშემო მდებარე ტერიტორიის ტურისტული პოტენციალის კვლევასა და ინიციატივების მხარდაჭერას აგრძელებს. ერთ-ერთი მსგავსი ინიციატივაა სენაკი-ლანჩხუთის საფეხმავლო ბილიკის მოწყობა და ფოთსა და ლანჩხუთში არსებული სანაოსნო სერვისების განვითარება.








