defsfeds

დისკუსია კოლხეთის ეროვნული პარკის ტურისტული პოტენციალის შესახებ

13 ნოემბერს, ტურისტული კომპანეიების წარმომადგენლებთან ერთად კოლხეთის ეროვნული პარკის ტურისტული პოტენციალის შესახებ დისკუსია გაიმართა. დისკუსიის მიზანი გამოცდილების გაზიარება და რეკომენდაციების შემუშავება იყო.

მოწვეულმა ექსპერტმა, გიორგი ხიდეშელმა, შეხვედრის მონაწილეებთან ერთად იმსჯელა იმ საჭიროებებზე, რაც ტურისტულ ოპერატორებს კოლხეთის ეროვნული პარკისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებაში დაეხმარება. მონაწილეებმა განიხილეს არსებული პრობლემები, ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და რეკომენდაციები.

LEDP გეგმავს, გააძლიეროს დიალოგი დაინტერესებულ მხარეებს შორის და ეტაპობრივად კოლხეთის ეროვნული პარკის ტურისტული პოტენციალი რეალურ ტურისტულ შესაძლებლობად აქციოს.