defsfeds

კვლევის შედეგების პრეზენტაცია

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტმა ქართლის რეგიონში ღვინის ბაზრის ეკონომიკური პოტენციალის კვლევის პირველადი შედეგები წარადგინა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ მევენახეები, მეღვინეები, კერძო სექტორის, სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.

კვლევა DEPA კონსალტინგმა ჩაატარა და იგი მიზნად ისახავდა ბოლნისის, თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ღვინის წარმოებისა და რეალიზაციის არსებული მდგომარეობის შეფასებას.

კვლევის მიგნებები მიუთითებს ტექნოლოგიური განახლების, ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებისა და მევენახე-მეღვინეების კოოპერაციის გაძლიერების საჭიროებაზე.