defsfeds

სამუშაო შეხვედრები ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში

20-22 თებერვალს, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტის გუნდმა, ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში სამუშაო შეხვედრები გამართა. შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობების წევრები, მცირე და საშუალო მეწარმეები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრების მონაწილეებმა ისაუბრეს გურიაში ეკონომიკური განვითარების გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. ასევე, შეაფასეს საჯარო-კერძო დიალოგის არსებული პრაქტიკა და იმსჯელეს გაუმჯობესების გზებზე.

შეხვედრები გაიმართა ოზურგეთის ტექნოპარკის, მუნიციპალიტეტის მერიების და სხვა ადგილობრივი პარტნიორების ხელშეწყობით.