საჯარო-კერძო დიალოგის სამუშაო შეხვედრები ფოთის, სენაკის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში

16-18 იანვარს, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტის გუნდმა, ფოთის, სენაკის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში სამუშაო შეხვედრები გამართა. შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობების წევრები, მცირე და საშუალო მეწარმეები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საკითხების განხილვა და 2024 წელს განსახორციელებელი გეგმის შემუშავება. მონაწილეებმა ასევე შეაფასეს საჯარო-კერძო დიალოგის არსებული პრაქტიკის ძლიერი და სუსტი მხარეები და იმსჯელეს გაუმჯობესების გზებზე.

შეხვედრები გაიმართა ფოთის საზღვაო აკადემიის, ზუგდიდის ტექნოპარკის, მუნიციპალიტეტის მერიების და სხვა ადგილობრივი პარტნიორების ხელშეწყობით.